სელექტიური კონტრაქტირება

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის N15 დადგენილების შესაბამისად, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს შორის ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში იწყება სელექტიური კონტრაქტირება. 

სამედიცინო დაწესებულებებისთვის სელექციის კრიტერიუმებად განისაზღვრა შემდეგი პირობები:

  1. ფაქტობრივი მისამართის მიხედვით რეგისტრირებული ბენეფიაციარების (ძირითადი კონტიგენტი) რაოდენობა, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით ≥ 13 000-ზე.
  2. კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ადგილზე და/ან ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღება/ჩაბარება, სხვა სათანადო დაწესებულებაში ტრანსპორტირება და ასევე, პასუხების უკან დაბრუნება.
  3. მომსახურების მიწოდება სრული პჯდ გუნდის (ოჯახის ან უბნის ექიმი და ექთანი) მეშვეობით;
  4. 1 პჯდ გუნდთან მიმაგრებული მოსახლეობის საერთო რაოდენობა არა უმეტეს 2,500 პირი;
  5. მონაწილეობა პრევენციულ და სკრინინგის პროგრამებში (მ.შ. C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, აივ/შიდსი, იმუნიზაცია);
  6. ოჯახის/უბნის ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში.

გამონაკლისი დაიშვება:

  1. ქალაქების მუნიციპალიტეტებში არსებულ დაბებსა და სოფლებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე,
  2. იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრებზე.
  3. იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთა ფუნქციონირების შეწყვეტა შექმნის პრობლემას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით. აღნიშნული დაწესებულებების ნუსხა (გარდამავალი პერიოდის ბოლოს) განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს მიერ და დამტკიცდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *