გრეიფრუტის დიეტა

გრეიფრუტის დიეტა

დიეტა გრძელდება 7 დღე. ამ დროს 7 საათის მერე საკვების მიღება მკაცრად აკრძალულია. ამ დიეტით ერთი კვირის განმავლობაში 3-4 კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი.

I დღე
საუზმე: გრეიფრუტი ან მისი წვენი უშაქროდ, 2 ნაჭერი საექიმო ძეხვი (ან უცხიმო ლორი) წონით 25 გრ, ყავა ან ჩაი უშაქროდ.
სადილი: გრეიფრუტი და ბოსტნეულის სალათი ლიმნის წვენით (ნებისმიერ ბოსტნეული, გარდა კარტოფილის და სიმინდის + მწვანილი): პორცია 250 გრ. ყავა ან ჩაი.
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი უცხიმო ხორცი 150 გრ (შეწვამდე), 200 გრამი მწვანე სალათი ლიმნის წვენით, ჩაი 1 კოვზი თაფლით.

II დღე
საუზმე: გრეიფრუტი ან მისი წვენი + 2 მოხარშული კვერცხი (ან უცხიმოდ შემწვარი), მწვანე ჩაი ან ყავა შაქრის გარეშე.
სადილი: გრეიფრუტი + 50 გრ ყველი (სასურველია 20-30 პროცენტიანი ცხიმიანობით) ან უცხიმო ხაჭო.
ვახშამი: თევზი 200 გრ,  დიდი  ბოსტნეულის სალათა (კიტრი, კომბოსტო, ბროკოლი, სალათის ფურცლები, წიწაკა და ა.შ.) შეკმაზული 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენით  + შავი პურის ნაჭერი (20 გრ).

III დღე
საუზმე:  1 გრეიფრუტი ან მისი წვენი. ორი სუფრის კოვზი შვრია ცხიმმოცლილი იოგურტის ან რძის დამატებით (4 სუფრის კოვზი)
სადილი: 1 გრეიფრუტი, ფინჯანი ბოსტნეულის სუპი ან გამჭვირვალე ბულიონი ორი ორცხობილით.
ვახშამი: 200 გ ქათმის ხორცი (ნახარში), 2 პომიდორი,  ძილის წინ ნახევარი გრეიფრუტი.

IV დღე
საუზმე: 1 ჭიქა ტომატის წვენი, 1 მოხარშული კვერცხი, ჩაი ლიმნით.
სადილი: 1 გრეიფრუტი + სალათის დიდი პორცია მომზადებული სტაფილოსგან ან მწვანე ბოსტნეულისგან და შეკმაზული ლიმნის წვენით და ზეითუნის ზეთით + პურის ნეჭერი (უსაფუარო).
ვახშამი: 400 გრამი მოხარშული ან ჩაშუშული ბოსტნეული, შეიძლება იყოს ნებისმიერი კომბინაცია კართოფილისა და სიმინდის გარდა. ჩაი. ძილის წინ 1 ჭიქა გრეიფრუტის წვენი ან ახალი გრეიფრუტი.

V დღე
საუზმე: ხილის სალათა (გრეიფრუტი, ფორთოხალი, ვაშლი). ყავა ან ჩაი ლიმნით.
სადილი: გამომცხვარი კარტოფილი კომბოსტოს სალათით ან ნებისმიერი მწვანილით (200 გრ).
ვახშამი:  ძროხის ხორცი (200 გრ) ან ქათმის თეთრი ხორცი (250 გრ) ან თევზის ფილე (250 გრ). ტომატის წვენი ან მოშუშული პომიდორი. ღამით გრეიფრუტი ან წვენი.

VI და VII დღეს სურვილისამებრ შეიძლება მიირთვათ ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული.  ძლიერი შიმშილის შეგრძნებისას ძირიტად საკვებს ყოველდღიურად შეიძლება დაამატოთ ჭიქა კეფირი, ვაშლი ან ფორთოხალი, აგრეთვე 1 ჩაის კოვზი თაფლი ჩაისტან ერთად დღეში ერთხელ. მიზანშეწონილია მხოლოდ მწვანე ჩაი ლიმნით, ყავა ახლად მოხარშული. ღამით შეიძლება მიიღოთ მხოლოდ გრეიფრუტი, საკვების მიღებიდან 5 სთ-ის  შემდეგ. მარილი შეიძლება მიიღოთ უკიდურეს შემთხვევაში და ზომიერად. თუმცა, ის შეიძლება შეიცვალოს მშრალი ბალახეულობით. სოუსის და პილპილის მიღება აკრძალულია (წითელი წიწაკის გარდა).