დიეტოლოგებმა დაასახელეს 5 პროდუქტი, რომელიც კანს სწრაფად აბერებს

დიეტოლოგებმა დაასახელეს 5 პროდუქტი, რომელიც კანს სწრაფად აბერებს

რასაც  ვიღებთ საკვებად ყველაფერი აისახება ორგანიზმზე და გარეგნობაზე. ჩვენს დროში, ნატურალური პროდუქტების უმეტესობ შეიცავს იმ დამატებით კონსერვანტებს, რომელიც ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.

ტრანსცხიმები

ტრანსცხიმების დიდ რაოდენობას შეიცავს კარტოფილი ფრი, პოპკორნი, ორცხობილა, ჩიპსი, კრიკერები, მარგარინი და ტორტი. მისი მიღება იწვევს წონის მატებას და გულის დაავადებებს.  ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ ტრანს ცხიმების შემცველ პროდუქტებს, ხელს უწყობენ კანის დაბერების პროცესს.

გლუკოზას – ფრუქტოზას სიროფი

ეს სიროფი იაფფასიანი შაქრის შემცვლელია, რომელიც ტკბილეულში მრავლად არის. მას შეიცავს ტკბილი გაზიანი სასმელები და კონსერვები.  გლუკოზა-ფრუქტოზას სიროფი საკვების გემოს აუმჯობესებს და მას უხანგრძლივებს ვარგისიანობას. მის გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის და გულის უკმარისობა. ამასთანავე დამტკიცებულია, რომ გლუკოზა-ფრუქტოზას დიდი ოდენობით მიღება აჩქარებს დაბერების პროცესს.

რაფინირებული მარილი

მარილი – ზიანის მომტანი პროდუქტია, რომელიც ორგანიზმში იკავებს წყალს და ჰიპერტონიის ერთ-ერთი მიზეზი ხდება. ჯორჯიის მედიცინის კოლეჯის მკვლევარების თქმით, მარილის დიდი ოდენობით მიღება სწრაფ დაბერებას უწყობს ხელს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ საკვები მარილის გარეშე გემრიელი არ არის, ცდებით.

დამუშავებული ხორცი

არაერთ ადამიანს უყვარს ძეხვი, ლორი, სოსისი და სხვა კონსერვანტების შემცველი პროდუქტები, რომელიც კანის პრობლემებს და ორგანიზმში ანთებით პროცესს იწვევს. როცა მივირთმევთ ამგვარად დამუშავებულ ხორცს, ორგანიზმი ვერ გამოყოფს კალოგენს – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცილას.  მისი უკმარისობით, კანი ბერდება, ხდება უფერული და ადამიანი გამოიყურება არა ჯანმრთელად, რადგან კოლაგენის ცილა პასუხისმგებელია კანის სიმკვრივესა და ახალგაზრდობაზე. ამის მაგივრად მიიღეთ თევზი, რომელიც სასარგებლოა ჯანრთელობის და ახალგაზრდობისთვის.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი მუშავდება ღვიძლით, რომელიც ანეიტრალებს ტოქსინებს, მაგრამ ამ ორგანოს ყველაფერთან გამკლავების  უნარი  არ  აქვს, რადგან ღვიძლს ესაჭიროება აღდგენა. რასაც ვერ ამუშავებს ეს აისახება კანზე აკნეს, დერმატიტის და ნაოჭების სახით.

შეჯამებისას სპეციალისტები გირჩევენ: ყურადღებით შეარჩიეთ პროდუქტი და წაიკითხეთ შემადგენლობა. ასევე, ხშირად მიიღეთ ბოსტნეული და ხილი.

 

 

წყარო: http://cnn.ge