წიწიბურას დიეტა

წიწიბურას დიეტა

დიეტა არის 1 კვირიანი. მისი მთავარი პრინციპი ისაა, რომ მთელი კვირის განმავლობაში ძირითადი კერძი იქნება წიწიბურა. აღნიშნული ბურღულეული საკმაოდ ნოყიერია და გემრიელი. ამიტომ ის დიდი ხნით მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას. გარდა ამისა, წიწიბურა ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს და ზოგადად, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ორგანიზმს წმენდს შლაკებისგან. სწორედ ამით აიხსნება ამ დიეტის ეფექტურობა: ერთ კვირაში შეიძლება წონაში 5-10 კილოგრამამდე დაიკლოთ.

რეცეპტი ძალიან მარტივია. მთელი დღის განმავლობაში ჭამთ მხოლოდ წიწიბურას, რომელსაც ამზადებთ შემდეგნაირად: საღამოს წიწიბურას გარეცხავთ, დაასხავთ ადუღებულ წყალს (ერთ ჭიქა ბურღულს 2 ჭიქა წყალი ). შემდეგ დაახუროთ მჭიდროდ და დატოვეთ დილამდე, დაახლოებით 12 საათით. მომზადებული წიწიბურა დილით გაყავით 5 პორციად და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით. გაითვალისწინეთ, რომ წიწიბურა უნდა მოამზადოთ მარილის, შაქრისა და წიწაკის გარეშე. ყავის დალევაც აკრძალულია. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დალიოთ კეფირი ან ჩაი. შაქრის მაგივრად გამოიყენეთ თაფლი.

რეკომენდირებულია, საკვების პირველი მიღება იყოს გაღვიძებიდან 4 საათის შემდეგ. ასევე, კატეგორიულად იკრძალება ჭამა 18 საათის შემდეგ.

დიეტის ერთი კვირის შემდეგ შეგიძლიათ ჰარმონიულად გადახვიდეთ ჩვეულებრივ კვებაზე. საუზმე გაამრავალფეროვნეთ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულით. ასევე, დაუმატეთ კვერცხი, რძე, მოხარშული ხორცი და ხილი. გახსოვდეთ, ამ დიეტის განმეორება მხოლოდ 1,5 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.