ქვის ხანის დიეტა, ანუ „პალეოდიეტა“

ქვის ხანის დიეტა, ანუ „პალეოდიეტა“

პალეოლითის დიეტა წარმოადგენს იმ საკვებთა ჩამონათვალს, რომელიც საკმაოდ სასარგებლოა და ნაკლებ კალორიულიც. მას მეორენაირად ქვის ხანის დიეტასაც უწოდებენ. ზოგიერთი დიეტოლოგის მტკიცებით, პალეოლითის ეპოქის ადამიანის რაციონი დღევანდელი კაცობრიობისთვის ყველაზე მოსარგებია. დიეტა უფლებას გვაძლევს საკვებად გამოვიყენოთ ხორცი, თევზი, ძირხვენები, ხილი, ბოსტნეული, კაკალი და გვიკრძალავს გადამუშავებული პროდუქტების მიღებას, როგორიცაა კარაქი, რძის პროდუქტები, შაქარი, მარცვლეული და პარკოსნები. ამგვარად, მისი ძირითადი პრინციპი ისაა, რომ რაციონის მთვარ ნაწილს შეადგენს ცილები და ცხიმები, ნახშირწყლების მიღება კი მინიმუმადეა დაყვანილი.

კემბრიჯის უნივერსიტეტისა და შვედეთის უმეოს უნივერსიტეტის (Umeå University) მეცნიერებმა 2-წლიანი კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 70 ქალბატონმა მონაწილეობა მიიღო. პირველი ჯგუფი მხოლოდ იმ პროდუქტებით იკვებებოდა, რაც პალეოლითის პერიოდში არსებობდა, მეორე ჯგუფის წევრები კი თანამედროვე პროდუქტით იკვებებოდნენ. “პალეოლითის ხანის ქალბატონები” მიირთმევდნენ კენკროვნებს, ბოსტნეულსა და ნაკლებცხიმიან ხორცს. “თანამედროვე ქალბატონები” კი – მარცვლეულს, რძეს, ხილს, პარკოსნებს და მცენარეულ ზეთს. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პირველი ჯგუფის ქალბატონებმა 6 თვეში 6 კგ დაიკლეს, მეორე ჯგუფის წევრებმა კი – მხოლოდ 2,5 კგ.

პალეოლითური დიეტა განსაკუთრებით პოპულარული გახდა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარბი წონის მქონე ქალებისთვის, მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. ასევე, შვედეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ დიეტამ ორჯერ შეამცირა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და მეორე ტიპის დიაბეტის წარმოქმნის რისკი. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამგვარ რაციონს შეუძლია გამოიწვიოს კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტი.