სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა (ჰიპოკალემია)

სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა (ჰიპოკალემია)

კალიუმი ადამიანის ორგანიზმისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. იგი აუცილებელია არა მარტო ძვლებისათვის, არამედ გულ-სისხლძარღვოვანი და ნერვული სისტემებისათვის. სისხლის მიმოქცევაში ნორმალურზე დაბალი კონცენტრაციის კალიუმს ჰიპოკალემია ეწოდება. ამ მიკროელემენტის დეფიციტი იწვევს სახსრების ტკივილს, კბილების დაშლას და ღრძილებიდან სისხლდენას. ასევე, კალიუმის ნაკლებობა შეიძლება გახდეს გულის კუნთის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლის (პირღებინება, დიარეა), ნერვ-კუნთოვანი გამტარობის და ჩონჩხის მუსკულატურის კუმშვადობის დარღვევის მიზეზი.

ნორმალურ პირობებში კალიუმის კონცენტრაცია სისხლში არის 3.6-5.2 მილიმოლი ლიტრზე. ამ მიკროელემენტის დეფეციტის დროს ხშირად გიჩნდებათ სურვილი მიირთვათ მარილიანი ფაბრიკატები (რადგან ისინი დიდი ოდენობით შეიცავენ კალიუმს), ხშირი შარდვა და ძლიერი წყურვილი, სისუტე კუნთებში, გულისცემის უმიზეზო აჩქარება, დაღლილობა, დეპრესიულობა, ყაბზობა, ფეხების დაბუჟება, სიიცივასმდი მგძრონებოლბა, ქინძისთავის ან ნემსისმაგვარი ჩხვლეტის შეგრძნება წვივის კუნთებში. ეს გამოწვეული შეიძლება იყოს სტრესით, შარდმდენი პრეპარატების და ანტიბიოტიკების მიღებით, დიაბეტური კეტოაციდოზიით, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღებით, ზოგიერთი ჰორმონალური და ენდოკრინოლოგიური დაავადებებით.

კალიუმის დაბალი შემცველობის აღმოჩენა ძირითადად ხდება სისხლის ანალიზის დროს. კალიუმის დეფიციტის აღდგენა შესაძლებელია როგორც სააფთიაქო საშუალებების დახმარებით, ისე უფრო ბუნებრივი მეთოდის – შესაბამისი და სწორად შერჩეული საკვების საშუალებით. ამ შემთხევვაში უმჯობესია მიირთვათ მეტი ხილი, წითელი წიწაკა, თაფლი, კენკრა, თევზი და რძის პროდუქტები. ამოიღეთ თქვენი რაციონიდან ყავა და ალკოჰოლი, რადგან ისინი ხელს უშლიან კალიუმის ათვისებას. და პირიქით, კალიუმის ნორმალურ შეთვისებას ხელს უწყობს B ვიტამინი.