ბროკოლის დიეტა: 7 კილო 10 დღეში

ბროკოლის დიეტა: 7 კილო 10 დღეში

ბროკოლი დაბალკალორიული პროდუქტია, რომლის 100 გრამი მხოლოდ 34 კკალორიას შეიცავს. დღეს ის განსაკუთრებით პოპულარულია ჭარბ წონასთან ბრძოლაში. დიეტის დროს მიირთვით მხოლოდ ორთქლზე დამზადებული ან მოხარშული კერძები, მარილის მინიმალური რაოდენობით. თუკი შიმშილის გრძნობა გაუსაძლისი გახდება, მიირთვით დაბალკალორიული თხევადი კეფირი.

ბროკოლის დიეტა 5 ფაზისგან შედგება, თითოეული მათგანის ხანგრძლივობა არის 2 დღე.

პირველი ფაზა (პირველი და მეორე დღე)
საუზმე: მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ბროკოლი მცირეოდენი მარილით – 200 გრ; უშაქრო შავი ჩაი.
სადილი: მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ბროკოლი მცირეოდენი მარილით – 100 გრ; ქათმის ბულიონი – მიირთვით მხოლოდ წვენი და მოხარშული ქათამი – 250 გრ (ბოსტნეული კერძიდან ამოიღეთ).
ვახშამი: მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ბროკოლი მცირეოდენი მარილით – 200 გრ; უშაქრო შავი ჩაი.

მეორე ფაზა (მესამე და მეოთხე დღე)
საუზმე: მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ბროკოლი მცირეოდენი მარილით – 200 გრ; მინერალური წყალი – 200 მლ; ბოსტნეულის რაგუ – 150 გრ.
სადილი: პომიდორი – 2 ცალი; მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ბროკოლი მცირეოდენი მარილით – 150 გრ; ახლად გამოწურული ხილის წვენი – 200 მლ.
ვახშამი: ზეითუნის ზეთში მოთუშული ბროკოლი მცირეოდენი შავი პილპილითა და ნივრით – 200 გრ; მინერალური წყალი – 250 მლ;

მესამე ფაზა (მეხუთე და მეექვსე დღე)
საუზმე: მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ბროკოლი მცირეოდენი მარილით – 200 გრ; მოხარშული ძროხის ხორცი – 100 გრ; არაჟანი – 2 სუფრის კოვზი, 1%-იანი კეფირი – 200 მლ.
სადილი: მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ბროკოლი მცირეოდენი მარილით – 200 გრ; მოხარშული მაკარონი – 150 გრ;
ვახშამი: მოხარშული ძროხის ხორცი – 150 გრ; მწვანე ჩაი პიტნითა და თაფლით – 200 მლ.

მეოთხე ფაზა (მეშვიდე და მერვე დღე)
საუზმე: მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ბროკოლი მცირეოდენი მარილით – 100 გრ; მოხარშული კვერცხი – 2 ცალი; მწვანე ჩაი – 200 მლ.
სადილი: ქათმის ბულიონი ბოსტნეულის გარეშე – 300 მლ; მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ბროკოლი – 100 გრ; ერთი პატარა კონა ოხრახუში.
ვახშამი: მოხარშული ძროხის ხორცი – 150 გრ; მწვანე ჩაი პიტნითა და თაფლით – 200 მლ.

მეხუთე ფაზა (მეცხრე და მეათე დღე)
საუზმე: მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ბროკოლი მცირეოდენი მარილით – 100 გრ; მოხარშული სტაფილო – 2 ცალი.
სადილი: მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ბროკოლი მცირეოდენი მარილით – 100 გრ; მოხარშული თევზი – 100 გრ;
ვახშამი: მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ბროკოლი მცირეოდენი მარილით – 200 გრ; კანგაუცლელი მოხარშული კარტოფილი – 1 ცალი; პომიდორი – 1 ცალი; ასკილის ნახარში ერთი ჩაის კოვზი თაფლით – 250 მლ.

ბროკოლის დიეტა ამდიდრებს ორგანიზმს ცილებით, ნახშირწყლებით, მცენარეული ბოჭკოებით, ვიტამინებითა და მინერალებით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბროკოლში არსებული ცილები, მიუხედავად მათი მცენარეული სტრუქტურისა, თავისი ხარისხით არ ჩამოუვარდება ხორცის პროდუქტებში არსებულ ცხოველურ ცილებს.
გარდა ამისა, ბროკოლის თვისებები არა მარტო წონაში კლებას უწყობს ხელს, არამედ მთალიანად ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.