სასარგებლო რჩევები, რომ ჯანსაღი კვების რაციონი დაიცვათ

სასარგებლო რჩევები, რომ ჯანსაღი კვების რაციონი დაიცვათ

საუზმე

  • შეცვალეთ რძე 1%-იანი ან საერთოდ უცხიმო რძით.
  • შეცვალეთ შაქრიანი საუზმის ფაფა მთლიანი მარცვლის მქონე ალტერნატივით როგორიც არის, დანაწევრებული მთლიანი მარცვლის ხორბლის ფაფა, დამატებითი შაქრის გარეშე.
  • ფაფაზე შაქრის მოყრის ნაცვლად, დაამატეთ მას ცოცხალი ან მშრალი ხილი, რომელიც “დღეში 5-ის” ნაწილად ჩაითვლება.
  • შეცვალეთ ჩვეულებრივი იოგურთები მათი უცხიმო ალტერნატივით.

 

სადილი

  • პურის სახეობები მათი მთლიანი მარცვლის ალტერნატივებით შეცვალეთ.
  • გამომცხვარ კარტოფილში დასამატებელი კარაქი და ყველი შეცვალეთ ნაკლებად ცხიმიანი სპრედით და ნაკლებ მარილიანი და ნაკლებ შაქრიანი გამომცხვარი ლობიოთი.
  • თინუსის სენდვიჩი ყველით – შეცვალეთ თინუსისა და სალათის სედვიჩით მთლიანი მარცვლის პურით და მიირთვით მაიონეზის გარეშე.
  • სენდვიჩში ჩედარის ყველი შეცვალეთ უცხიმო ყველით.

 

ვახშამი

  • შეცვალეთ კრემიანი და ყველიანი სოუსები პომიდვრით და სხვა ბოსტნეულით დამზადებულით.
  • შეცვალეთ კარაქიანი და რძიანი პიურე ნაკლებად კალორიული შიგთავსითა და 1%-იანი ან უცხიმო რძით.
  • აირჩიეთ ხორცის უფრო მჭლე ნაჭრები, მაგალითად ზოლიანი ბეკონი შეცვალეთ ზურგის ნაჭრის ბეკონით.
  • ტაფის მაგივრად, ხორცი გრილზე შეწვით.

 

სასმელი

  • რძიანი ყავა უცხიმო ან 1%-იანი რძით გაკეთებული ყავით შეცვალეთ.
  • შაქრიანი სასმელის მაგივრად დალიეთ წყალი.
  • კოლაკოლა და სხვა გაზიანი სასმელი შეცვალეთ გაზიან წყალში გაზავებული 100%-იანი ხილის წვენით (დამატებითი შაქრის გარეშე).
  • კრემიანი ცხელი შოკოლადის ნაცვლად მიირთვით უცხიმო რძით გაკეთებული ცხელი შოკოლადი კრემის გარეშე.