მაღალი წნევის სამკურნალო მედიკამენტები კიბოს ბლოკავს

მაღალი წნევის სამკურნალო მედიკამენტები კიბოს ბლოკავს

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ მაღალი წნევის საწინააღმდეგო პრეპარატს ანტისიმსივნური თვისებები გააჩნია. კალციუმის ბლოკატორებს, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, შეუძლიათ შეაჩერონ მკერდის და პანკრეასის სიმსივნის განვითარება. ისინი ანელებენ დაავადებულ უჯრებების ზრდას და თერაპიულ ეფექტს ახდენენ ორგანიზმზე. მედიკამენტების ასეთი ზეგავლენა აქამდე უცნობი იყო ექიმებისთვის. მკვლევარი გუილაუმ ჯეკვემეტის და აკადებიის პროფესორის იოჰანა ივასკას გამოკვლევა ნამდვილი აღმოჩენაა.

თუმცა, მკურნალობის ახალი მეთოდის დამუშავება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ბევრ დამატებით გამოკველევას საჭიროებს. უმეტეს შემთხვევაში, ექიმები უარს ამბობენ ამა თუ იმ პრეპარატზე მისი გვერდითი მოვლენების გამო. ამგვარად, სამკურნალო საშუალებების მხოლოდ ყველა თვისების შესწავლის შემდეგ შესაძლებელია მათი გამოყენება.

 

 

წყარო: http://thescienceexplorer.com/brain-and-body/certain-high-blood-pressure-drugs-block-cancer-invasion-study-finds