SIREN CARE- “ჭკვიანი” წინდა დიაბეტიკებისთვის

SIREN CARE- “ჭკვიანი” წინდა დიაბეტიკებისთვის

“ჭკვიანი” წინდა SIREN CARE ეხმარება იმათ, ვისაც დიაბეტი აწუხებს. ამ მოწყობილობის მეშვეობით თქვენ შეძლებთ გააკონტროლოთ თქვენი ფეხების ტემპერატურა, ინფორმირებული იყოთ ორგანიზმის მდგომარეობაზე და შესაძლო ანთებით პროცესებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ I და II ტიპის დიაბეტი, რადგან მათ ხშირად ემართებათ ქვედა კიდურების შეშუპება და ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის, რბილი ქსოვილების, კუნთებისა და ძვლის სპეციფიური ცვლილებები. ამიტომაც ძალზედ მნიშვნელოვანია ამ პრობლემის დროული დიაგნოსტიკა. გამოგონებას შეუძლია შეამციროს ამპუტაციათა რაოდენობაც.

როგორ მუშაობს?

წინდები უნდა გეცვათ ყოველ დღე.

გამოგონებას აქვს სპეციალური მინიატურული სენსორები, რომლებიც დამონტაჟებულია წინდების ნაჭერში. ისინი აფიქსირებენ ფეხების ქვედა ნაწილის ტემპერატურთა ცვლილებას და აგზავნიან ზუსტ ინფორმაციას სმარტფონზე.

მობილური აპლიკაცია SIREN-ის დახმარებით თქვენ მიიღებთ ზუსტ მონაცემებს სატენეფონო ზარის ან ტექსტური შეტყობინების სახით.

წინდების გარეცხვა არ არის რთული და შესაძლებელია გაირეცხოს როგორც ხელით, ასევე სარეცხ მანქანაშიც. ზოგადად, რეკომენდირებულია, “ჭკვიანი” წინდები გამოცვლილი იყოს საშუალოდ ნახევარ წელიწადში ერთხელ.

 

 

წყარო: https://siren.care