სიახლე იმპლანტოლოგიაში! კბილის იმპლანტის ინტეგრირება ძვალში

სიახლე იმპლანტოლოგიაში! კბილის იმპლანტის ინტეგრირება ძვალში

მეცნიერებებმა გამოაქვეყნეს საინტერესო ამბავი მათთვის, ვისაც კბილის იმპლანტები აქვს. დღესდღეობით იმპლანტაცია გავრცელებულ პროცედურას წარმოადგენს. თუმცა, მას არც ისე ცოტა უარყოფითი მხარე აქვს. ჩვეულებრივად პირველი დღეები მწვავე პერიოდია, როდესაც იმპლანტით გამოწვეული დისკომფორტი საკმაოდ ძლიერია. გარდა ამისა, ზოგჯერ ის პირის ღრუს ინფექციების გამომწვევი მიზეზი ხდება.

ესპანეთის ბასკეთის უნივერსიტეტის მეცნიერებებმა შექმნეს ახალი საფარველი, რომელიც ხელს უწყობს იმპლანტის ყბის ძვალში ჩაზრდას. კვლევითი ჯგუფის მიზეზი იყო მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იმპლანტის წარმოდგენა. ზოლ-გელ სინთეზით შემოიმუშავებული იქნა ისეთი საფარი, რომელსაც აქვს ანტიბაქტერული თვისებები და ამავედროულად ეხმარება ძლოვანი ქსოვილის წარმოქმნას იმპლანტის გარშემო. ამით გადაწყვეტილი იქნება იმპლანტების მთავარი პრობლემები – პირის ღრუში დისკომფორტის და ინფექციების მოცილება. გამოგონება უკვე პატენტის მიღების სტადიაზეა.

 

 

წყარო: https://www.sciencedaily.com/releases/2016/12/161226175346.htm