HIFU ტექნოლოგია – სიახლე Medical Group-ში

HIFU ტექნოლოგია – სიახლე Medical Group-ში

Medical Group სთავაზობს კლიენტებს HIFU ტექნოლოგიას. ეს უახლესი ტექნოლოგია, რომელიც  აპარატულ მეთოდებს შორის დღეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდადაა მიჩნეული ცელულიტთან და ჭარბ ცხიმთან ბრძოლის კუთხით.

High Intensity Focused Ultrasound, ( HIFU ტექნოლოგია) მეცნირებმა 2012 წელს შეიმუშავეს. აპარატულ მეთოდებს შორის დღეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდადაა მიჩნეული ცელულიტთან და ჭარბ ცხიმთან ბრძოლის კუთხით.

მეთოდის არსი დაფუძნებულია  ფოკუსირებული ულტრაბგერის ზემოქმედებით გარკვეულ უბნებზე, რომელიც მოქმედებს  0.8-1.3 სიღრმემდე განლაგებულ ადიპოციტებზე ( ცხიმოვან უჯრედებზე), არღვევს მემბრანას და იწვევს მათ დაშლას. უჯრედების აღდენა აღარ ხდება. დაშლილი ცხიმის გამოდევნა ორგანიზმიდან თნდათნობით,  თირკმელების საშუალებით ხორციელდება.

პროცედურის დროს გარკვეულ  ზემოქმედებას კანიც განიცდის, ადგილი აქვს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის გაძლიერებას,  კოლაგენური ბოჭკოების გამომუშავების გააქტიურებას კანის ღრმა შრეებში. შედეგად, ადგილი აქვს კანის ელასტიურობის მატებას, რაც მის გადაჭიმვას იწვევს, ამიტომ სხეულის გარშემოწერილობის  შემცირება არ გამოიწვევს კანის მკვეთრ ჩამოკიდებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 45-60 წუთია. ერთი პროცედურის საშუალებით შესალებელია გარშემოწერილობის 2-3 სანტიმეტრით შემცირება, რაც საშუალოდ ტანისამოსის ერთი ზომით შემცირების ტოლფასია. უფრო მკვეთრი შედეგის მიღებად შესაძლებელია განმეორებითი სეანსის ჩატარება ერთ თვეში.

პროცედურა არ არის მტკივნეული,  არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და აღგენით პერიოდს და შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგ ზონებზე:

მუცელი, თეძოები, გალიფეს ზონა, ბარძაყების შიდა და გარე ზედაპირი, მხღის შიდა ზედაპირი, დუნდულები, მუხლის  ზონა. ამ ზონებში ცხიმოვანი ნაკეცის ზომა უნდა იყოს  არანაკლებ 25 მმ.

შედეგი ვლინდება თანდათანობით, ხოლო საბოლოო შედეგი დგება 8-12 კვირაში. პროცედურის შემდეგ შესაძლებელია აღინიშნებოდეს კანის გარდამავალი შეწითლება და მსუბუქი სიმძიმის შეგრძნება ზემოქმედების არეში.

ტარდება 17 წლის ასაკიდან.

პროცედურის შემდეგ არ შეიძლება საუნით და სოლარიუმით სარგებლობა შემდგომი 2 კვირის განმავლობაში.

უკუჩვენებები:

ანთებითი დაავადებები, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, თიაქარი, ნაწიბურები მოქმედების არეში, სისტემური დაავადებები, მეტალის საგნები მოქმედების არეში, ეპილეფსია, სისხლის შედედების დაღღვევა და სისხლის გამათხიერებლების მიღება.

ერთი სეანსის ფასი მოიცავს ოთხ ვიზიტს

1. ზემოქმედება პრობლემურ ზონაზე ფოკუსირებული ულტრაბგერით – HIFU ტექნოლოგიით,

2. 10 დღის შემდგომ  პრესოთერაპიის  ვიზიტს პრობლემურ ზონაზე,

3. 4-5  დღის შუალედით პრესოთერაპია,

4. 4-5 დღის ინტერვალით პრესოთერაპია.

 

წყაროები:

http://www.liposonix.com/

http://medicalgroup.ge/ge/service/correction-of-body/HIFU/