მეზოთერაპია

მეზოთერაპია

მეზოთერაპია წარმოადგენს პათოლოგიური და ასაკობრივი კანის ცვლილებების კორექციის მეთოდს დერმატოლოგიაში. მეზოთერაპიის პროცედურა მოიცავს კანში სასურველი ნივთიერებების (ვიტამინების, მინერალების, ამინომჟავების) შეყვანას. ამის შედეგად ხდება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და კანის რეგენერაციის დაჩქარება. თქვენ უპრობლემოდ მოიცილებთ ნაოჭებს, მოიმატებს კანის ელასტიურობა და აღდგება სახის ოვალი.

მეზოთერაპიის პროცედურა შეიძლება იყოს ინექციური ან აპარატული. მანიპულაციების რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მოთხოვნილებების შესაბამისად. საშუალოდ, პროცედურის ხანგრძლივობა 40 წუთს შეადგენს.