ალერგია

ალერგია

ალერგიული დაავადება წარმოადგენს სხვადასხვა ალერგენზე იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციას. ალერგენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთიერება, მაგალითად, მტვერი, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ქიმიური მრეწველობის პროდუქტები და სხვა. დააკვირდით, რა გიქმნით დისკომფორტს და შეეცადეთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ მისი მოხმარება.

ჯერჯერობით ალერგიული დაავადების ყველა ასპექტი ბოლომდე არ არის გარკვეული. მაგრამ დადგენილია, რომ ეკოლოგიური ფაქტორები, ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სახის დარღვევები, არასწორი კვება და ფსიქო-ემოციონალური სფეროს დარღვევები არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც ზრდის ალერგიული გამოვლინებების განვითარების რისკს და ამძაფრებს ალერგიის მიმდინარეობას.