ლეიკემია

ლეიკემია

ლეიკემია (ლეიკოზი, ჰემობლატოზი) – ეს არის ონკოლოგიური დაავადება, რომლის დროს ძვლის ტვინის უჯრედების მუტირება ხდება, არ ვითარდება ნორმალური მომწიფებული ლეიკოციტები და ისინი გარდაიქმნებიან კიბოს უჯრედებად. არსებობს ლეიკემიის ოთხი ტიპი, რომელთაგან ორი მწვავეა (უეცრად აღმოცენებული) და ორი ქრონიკული (ნელა მიმდინარე და პროგრესირებადი).

ლეიკემია – ეს არის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა ბავშვებში. მისი ძირითადი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ძვლების და სახსრების ტკივილი, სიფერმკრთალე, ლიმფური კვანძების გადიდება, სისხლდენისკენ მიდრეკილება (კანიდან, ცხვირიდან, ღრძილებიდან და ა.შ.).

ამ ონკოლოგიური დაავადების სტანდარტული მკურნალობა ითვალისწინებს ქიმიოთერაპიულ მკურნალობას. ასევე, ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია ჯერ–ჯერობით რჩება ლეიკემიის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ საშუალებად.