რა უნდა ვიცოდეთ მენსტრუაციის შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ მენსტრუაციის შესახებ?

მენსტრუალური ციკლი სამედიცინო ტერმინია და გამოხატავს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რომელიც მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში, ენდოკრინული სისტემის კონტროლით და აუცილებელია რეპროდუქციისთვის (გამრავლებისთვის). ის ქალს ორსულობისთვის ამზადებს და მოიცავს სხვადასხვა ფაზებს: მენსტრუაციას, პროლიფერაციულ ფაზას, ოვულაციას, ლუთეალურ, იშემიის და ფოლიკულურ ფაზებს.

ცნობილია, რომ მენსტრუალური ციკლი ეწყებათ ქალებს სქესობრივი მომწიფების დაწყებისას – 12-14 წლის ასაკიდან და მას ჰქვია მენარქე. როგორც წესი, მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა შეიძლება მერყეობდეს 21-დან 35 დღემდე. ქალის რეპროდუქციული პერიოდის დასასრულს კი მენოპაუზა ჰქვია (45-55 წლის ასაკისთვის).

როგორც წესი, მენსტუაციული ციკლი არის 28 დღიანი, ხოლო მენსტრუალური სისხლდენა გრძელდება დაახლოებით 6 დღე. თუმცა, ქალს ციკლი შეიძლება არ დაეწყოს, ან შეუწყდეს გარკვეული მიზეზთა გამო. მაგალითად, პატარა გოგონების მშიერ დიეტაზე გადასვლის გამო ორგანიზმი საჭირო საკვები ნივთიერებებით ვერ მომარაგდება. აამის შედეგად, მათ შეიძლება საერთოდ გაუქრეს მენსტურაცია.