ბართოლინიტი

ბართოლინიტი

ბართოლინიტი – ეს არის საშოს შესასვლელთან არსებული ბართოლინის ჯირკვლის ჩირქოვანი ანთება. ბართოლინიტი გამოწვეულია ბაქტერიებით და უმთავრესად ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო ვითარდება. ზოგჯერ ის ორგანიზმის დასუსტების შემთხვევაშიც აღმოცენდება (ავიტამინოზის, სტრესის, იმუნიტეტის დაქვეითების დროს და სხვა).

ბართოლინიტის დამახასიათებელი სიმპტომებია: შემცივნება, თავის ტკივილი, ფებრილური თემპერატურა და სასქესო ორგანოს არეში მწვავე ტკივილის შეგრძნება.

ამ დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია მის სტადიაზე. ადრეულ სტადიაში ბართოლინიტის მკურნალობა ანთებითი პროცესის კუპირებას მოიცავს, ანტიბიოტიკების და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გამოყენებას. ასევე, კარგი ეფექტი აქვს ანტიბაქტერიულ თერაპიას და ფიზიოთერაპიულ სეანსებს. იმ შემთხვევაში თუ მოხდა კისტის განვითარება, პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა.