როგორ მოვიცილოთ ცელულიტი

როგორ მოვიცილოთ ცელულიტი

ცელულიტი – არის გადიდებული ცხიმოვანი უჯრედები, რომლებიც მოთავსებულია კანის ქვეშ. ექსპერიმენტალურად დაადგინეს, რომ ცხიმოვან ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის პროცესები დამოკიდებულია სისხლის მიწოდების და მისი მიმოქცევის ინტენსივობაზე. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ჰორმონალური დისბალანსი, არასწორი კვება, სტრესი, მავნე ჩვევები და სხვა ფაქტორები.

ცელულიტი შეიძლება ჰქონდეთ როგორც ჭარბწონიან, ასაკიან ქალბატონებს, ასევე ახალგაზრდა და გამხდარ გოგონებს. ამ დროს კანი უსწორმასწორო ხდება, მას უჩნდება ბორცვები და ჩაღრმავებები. ამის გამო ცელულიტს ხშირად „ფორთოხლის კანის ეფექტს“ უწოდებენ.

ცელულიტს ძირითადად მკურნალობენ ელექტრონული მეთოდებით, მექანიკური ფაქტორებით, ტემპერატურული ზემოქმედებით და ა.შ. მყარი შედეგის მიღება მხოლოდ კომპლექსური მიდგომითაა შესაძლებელი. ზოგჯერ, უკვე ერთი თვის შემდეგ შედეგი თვალსაჩინო გახდება, ხოლო რამდენიმე თვეში თამამად შეძლებთ მოკლე კაბისა და შარვლის ჩაცმას.