ჩაზრდილი ფრჩხილი

ჩაზრდილი ფრჩხილი

ჩაზრდილი ფრჩხილი ეს არის გვერდითი ფრჩხილის ფირფიტის ჩაზრდა ირგვლივ მდებარე კანში. ყველაზე ხშირად ეს ხდება ფეხის ცერა თითზე, ერთ ან ორივე მხარეს. იმისთვის, რომ ჩაზრდილი ფრჩხილი ანთებამდე არ მივიდეს, ყოველ საღამოს რეკომენდირებულია თბილი აბაზანები და სპირტიანი საფენები. საწინააღმდეგო შემთხვევაში, იწყება გრანულარული ქსოვილის ზრდა და ჩირქოვანი გამონადენი ჩაზრდილი ფრჩხილის ღრმულიდან. ამ შემთხევაში აუცილებლდ ექიმს უნდა მიმართოთ, რადგან ამ დროს შეიძლება მიმდინარეობდეს ინფექცია.

ჩაზრდილი ფრჩხილის პათოლოგია რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: მაღალქუსლიანი და ვიწრო ფეხსაცმლით, რომელიც აწვება ფრჩხილის ფირფიტას და იწვევს ჩაზრდას, ფრჩხილის ღრმად მოჭრა, ფრჩხილის სხვადასხვა სოკოვანი დაავადებები, ბრტყელტერფიანობა და თითის ტრამვა.