როგორ მოვემზადოთ სეზონური გრიპისთვის?

როგორ მოვემზადოთ სეზონური გრიპისთვის?

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ინფექციებისა და ვირუსების რისკი უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ რისკის ჯგუფში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს, ყველაზე ხშირად ინფიცირდებიან ორსულები, პატარა ბავშვები და ხანშიშესული ადამიანები. ინფექციის წყაროს წარმოადგენს გრიპით დაავადებული ადამიანი, ხოლო ვირუსის გადაცემა ხდება ახლო კონტაქტის შედეგად, ჰაერ-წვეთოვანი გზით.

იმისთვის, რომ ორგანიზმი დაიცვათ და სეზონური გრიპი მარტივად დაამარცხოთ, აუცილებელია ექიმების შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

1. ხშირად გაწმინდეთ ავეჯი და იატაკი. გაანიავეთ ოთახი;

2. ორგანიზმისთვის ოპტიმალური საშუალო ტემპერატურა ოთახში უნდა იყოს 18-20 გრადუსი, ხოლო ტენიანობა 50–70%;

3. სასურველია რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღოთ;

4. ხშირად დაიბანეთ ხელები;

5. შეამცირეთ კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანებთან;

6. დროულად ჩაატარეთ ვაქცინაცია.

იმ შემთხევაში, თუ ვირუსი არ ვითარდება და არანაირი გართულება არ გამოვლინდა, ავადობის საშუალო ხანგრძლივობა 2-5 დღეს შეადგენს. საწინააღმდეგო შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.