ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელიც ხასიათდება ტემპერატურის ზომიერი მომატებით, კანსა და ლორწოვანზე სპეციფიური გამონაყარითა და ქავილის შეგრძნებით.

დაავადებას იწვევს ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსი (VZV). იგი ადამიანის ჰერპესვირუსია. პირველადი სიმპტომების გამოვლენა იწყება დაინფიცირებიდან 7-21 დღის განმავლობაში და გრძელდება საშუალოდ 5-10 დღის მანძილზე. ამ დროს ავადმყოფი ადამიანის ტემპერატურა არის საშუალოდ 37-დან 37,3 გრადუსამდე. გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე თავს იჩენს უმნიშვნელო სისუსტე.

დაავადების დაწყებიდან დაახლოებით 9-10 დღის განმავლობაში ავადმყოფი ადამიანი ინფექციის წყაროს წარმოადგენს. თუმცა, აღნიშნული დაავადების გადატანის განმეორებითი შემთხვევები არ გვხვდება, რადგან ის ძალიან მტკიცე იმუნიტეტს გამოიმუშავებს.