რამდენად საშიშია ქუნთრუშა?

რამდენად საშიშია ქუნთრუშა?

ქუნთრუშა – ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია А ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით (Streptococcus pyogenes) და ჰაერ–წვეთოვანი გზით გადაეცემა. ძირითადად, ის 2–12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება და 5-7 დღემდე გრძელდება.

ქუნთრუშა იწყება მწვავედ, შემცივნებით, თავისა და ყელის ტკივილით, ყლაპვის გაძნელებით და ტემპერატურის მატებით. მეორე დღეს კანზე ჩნდება წვრილწინწკლოვანი გამონაყარი. გაითვალისწინეთ, რომ ავადმყოფი ადამიანისთვის საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ ერთ კვირამდე გრძელდება.

მძიმე შემთხვევების დროს ინფექცია გავრცელდება სხეულის სხვა ადგილებში და იწვევს უფრო სერიოზულ ინფექციებს, როგორიცაა ყურის ინფექცია, თირკმლების ანთებითი დაავადება, სინუსიტი ან პნევმონია. შესაძლოა განვითარდეს გონების დაკარგვაც და ბოდვაც. ამიტომ, ინფიცირების შემთხვევაში აუცილებელია ექიმს მიმართოთ, რომ გართულებების რისკი თავიდან აიცილოთ.