ანაფილაქსიური შოკი: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების წესები

ანაფილაქსიური შოკი: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების წესები

ანაფილაქსიური შოკი სიცოცხლისთვის საშიში გენერალიზებული ალერგიული რეაქციაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან სწრაფად. ის გამოწვეულია ალერგენთან კონტაქტით და საშუალოდ, რამდენიმე წამიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება. ამავე დროს, ალერგენის დოზას და შეყვანის გზას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

ანაფილაქსიური შოკი მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო ნაკლებად მძიმე იქნება გამოსავალი. ძალიან მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივი დახმარების აღმოჩენის ცოდნა. პაციენტის მდგომარეობა უნდა იყოს ჰორიზონტალური. ანაფილაქსიური შოკის დროს ადამიანს უჭირს სუნთქვა, ამიტომ თავი მოუბრუნეთ გვერდზე და დაუფიქსირეთ ქვედა ყბა, რომ ავადმყოფმა ენა არ გადაყლაპოს. სასწრაფოდ კეთდება ადრენალინი, ანტიჰისტამინური პრეპარატები და სტეროიდული ჰორმონები. ასევე, სასურველია პაციენტს გვერდებზე დაადოთ თბილი წყლით სავსე სათბური, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

აღნიშნული ალერგიული რეაქცია შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს, მაგრამ საბედნიეროდ, ის არ არის ხშირი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათოა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.