რა არის ფსევდოალერგია?

რა არის ფსევდოალერგია?

ფსევდოალერგია არის პათოლოგიური პროცესი, რომელსაც ახასიათებს ჭეშმარიტი ალერგიული რეაქციის მსგავსი კლინიკური სურათი: ასთმა, რინიტი, ჭინჭრის ციება, შეშუპება და სხვა. ამიტომ მისი დიფერენცირება ნამდვილი ალერგიისაგან საკმაოდ ძნელია.

ფსევდოალერგიული რეაქციები ხშირად გვხვდება წამლისმიერი ალერგიისა და საკვების ქიმიურ დანამატების (საღებავი, კონსერვანტები, არომატის გამაძლიერებელი ნივთიერებები)შემთხვევებში. ასევე, ეს შეძლება გამოწვეული იყოს ჰისტამინის შემცველი საკვებით, ან ორგანიზმში ჰისტამინის გამოთავისუფლებით (მაგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მყოფი ბაქტერიების მიერ).

ფსევდოალერგიის განვითარების გამომწვევ ნივთიერებას ფსევდოალერგენი ეწოდება.