არასეზონური ალერგიული რინიტი

არასეზონური ალერგიული რინიტი

არასეზონური ალერგიული რინიტი არ არის დამოკიდებული სეზონურ ცვლილებებზე და შეიძლება ნებისმიერ დროს გამოვლინდეს მთელი წლის განმავლობაში. ეს არის ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცხვირის “გაჭედვა“, რინორეა, ცემინება და ქავილი.

ალერგიული რინიტის სიმძიმე პირდაპირ კავშირშია გარემოში ალერგენთა კონცენტრაციასთან. დაავადების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი იყოს. მაგალითად, ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, სამუშაო პირობები და სხვა. ამიტომ რეკომენდირებულია, ხშირად მოიბანოთ ცხვირის ღრუ და თვალები წყლით. ასევე, სასარგებლოა აბაზანის მიღებაც.

ალერგიული რინიტის მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება მძიმე არ არის, უყურადღებოდ მიტოვებული არასეზონური რინიტი შეიძლება ალერგიულ ასთმაში გადაიზარდოს.