პარკინსონის დაავადება

პარკინსონის დაავადება

პარკინსონის დაავადება (კანკალა პარალიჩი) _ თავის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც მოძრაობის დარღვევას იწვევს. დაავადების ბევრი სიმპტომი ვითარდება განსაზღვრული ნერვული დაბოლოებების დაზიანების შედეგად. თუმცა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორიც.

დაავადების საწყის ეტაპზე მოსალოდნელია მიმიკის გაღარიბება, სიარულისას კიდურების მოძრაობის გაძნელება, მეტყველების შენელება. დროთა განმავლობაში მდგომარეობა უარესდება. დაავადებულებს აღენიშნებათ კიდურების უნებლიე მოძრაობა (ტრემორი), კუნთების რიგიდობა, კოორდინაციის და მეტყველების დარღვევა, გადაადგილების გაძნელება. როგორც წესი, ეს სიმპტომები 60 წლის შემდეგ ვითარდება.

ამ დაავადების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. უმეტესწილად, იყენებენ მედიკამენტს. თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ: თავის ტვინში ათავსებენ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც ასტიმულირებს თავის ტვინის აქტივობას.