პროსტატის კიბო

პროსტატის კიბო

პროსტატის კიბო, არის სიმსივნური პროცესების განვითარება მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალში(პროსტატაში). ამ დაავადების ერთ-ერთი თავისებურება ადრეულ სტადიაზე სიმპტომების არარსებობა. ზოგადი სიმპტომები, რომლებიც მამაკაცებმა ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვონ, წარმოადგენს პრობლემებს შარდვის დროს, სისხლს სპერმაში, ტკივილის შეგრძნებას, ეაკულაციის პრობლემებს და ერექციული დისფუნქციას. ბოლო სტადიებში იწყება მეტასტაზირება, რაც კიბოს უჯრედების სხვა ქსოვილებში და ორგანოებში გავრცელებას გულისხმობს.

პროსტატის კიბოს განვითარების მიზეზის ზუსტი დადგენა შეუძლებელია. ყველაზე ხშირად ის გენეტიკური ფაქტორის გამო ჩნდება. ასევე, ანტიქოლოესტერინულმა საშუალებებმა, ალკოჰოლის მიღებამ და სხვა მავნე ჩვევებმაც, შეიძლება გაზარდოს პროსტატის კიბოს განვითარების რისკი.

რას შეეხება მკურნალობის მეთოდებს, არსებობს რამდენიმე მეთოდი: ქირურგიული მიდგომა, ჰორმონალური თერაპია, დალოდებითი ტაქტიკა (დაკვირვება) და კრიოთერაპია (ონკოლოგიური დაავადების შეჩერება დაბალი ტემპერატურის დახმარებით).

მსოფლიოში პროსტატის კიბო მეოთხე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა და ძირითადად, ის 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში ვითარდება.