მგლის ხახა

მგლის ხახა

მგლის ხახა ზედა ტუჩის და მაგარი სასის თანდაყოლილი დეფექტს წარმოადგენს. ის უშუალოდ ბავშვის დაბადებისთანავე გამოვლინდება და გვხვდება, როგორც იზოლირებულად, ასევე კურდღლის ტუჩთან კომბინაციაში.

მიზეზი ძნელი დასადგენია. ეს შესაძლოა იყოს დედის მიერ ორსულობის დასაწყისში გადატანილივირუსული დაავადებები, როგორიც არის ჩუტყვავილა, წითელა ან გრიპი. არანაკლებ მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორიც.

აღმიშნული დეფექტი 200-მდე ყველაზე მძიმე და იშვიათ დაავადებას შორის განიხილება. დღეს ყოველი 900 ახალშობილიდან ერთს ტუჩის ან სასის ნაპრალი აქვს, ან კომბინირებული, ორივე ერთდროულად. მგლის ხახით დაავადებულ ბავშვებს არ შეუძლიათ წოვა, საკვები ხვდება ცხვირის ღრუში, აღენიშნებათ სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი ცვლილებები, აქვთ გაურკვეველი და დუდღუნა საუბარი. თუმცა, გონებრივ განვითარებას ის არ აფერხებს.

განასხვავებენ ოთხ ფორმას: რბილი სასის შეუხორცებლობა, რბილი და ნაწილობრივ მაგარი სასის შეუხორცებლობა, რბილი და მაგარი სასის სრული ცალმხრივი შეუხორცებლობა, და რბილი და მაგარი სასის სრული ორმხრივი შეუხორცებლობა.

მგლის ხახა გამოსწორებადი დეფექტია. თუმცა, ოპერაციას რაც შეიძლება ზრდასრულ ასაკში აკეთებდნენ, როდესაც ზედა ყბამ ფორმა მიიღო.