კურდღლის ტუჩი

კურდღლის ტუჩი

კურდღლის ტუჩი თანდაყოლილი დეფექტია, რომელიც ცხვირის ღრუსა და ზედა ყბის ნორმალური განვითარების დარღვევის გამო ჩანასახოვან პერიოდში ვითარდება. ეს დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც ბავშვის სახეზე და პირის ღრუში არსებული ქსოვილები სათანადოდ ვერ ყალიბდება. ამის შედეგად, ბავშვებს ურთულდებათ წოვა და აქვთ მეტყველების დარღვევა.

განასხვავებენ კურდღლის ტუჩის სამ ფორმას: ზედა ტუჩის თანდაყოლილი ფარული ნაპრალი (ცალმხრივი ან ორმხრივი); ზედა ტუჩის თანდაყოლილი ნაწილობრივი ნაპრალი (ცალმხრივი ან ორმხრივი); ზედა ტუჩის თანდაყოლილი სრული ნაპრალი (ცალმხრივი ან ორმხრივი).

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დეფექტი 2500-დან 1 ახალშობილში გვხვდება. როგორც წესი, ამ დეფექტის მიზეზი გენეტიკური ფაქტორია. შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის დროს ზოგიერთი ნივთიერების ზემოქმედებაც. თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ზუსტი ფაქტორი უცნობია.

კურდღლის ტუჩის გამოსწორების ერთადერთი გზა ქირურგიული ჩარევაა, რომლის ბოლო ეტაპები 14-16 წლის ასაკში იგეგმება.