ეპილეფსია

ეპილეფსია

ეპილეფსია – ქრონიკული ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება უეცარი, განმეორებითი შეტევებისადმი მიდრეკლებით. ჩვეულებრივ, ეპილეფსიური გულყრა ხუთ წუთზე ნაკლები გრძელდება. ამ დროს ადამიანს შეცვლილი აქვს ქცევა, ის განიცდის უჩვეულო სიმპტომებს და შეგრძნებებს გონების დაკარგვის ჩათვლით.

კლასიფიკიაციის მიხედვით, არსებობს ეპილეფსიის ორი ფორმა: ფოკალური და გენერალიზებული გულყრები. მიიჩნევა, რომ გენერალიზებული ტიპის ეპილეფსიები კარგად ემორჩილება მკურნალობას და შემთხვევათა 80-90%-ში იკურნება.

ეპილეფსიის სამკურნალოდ ძირითადად მედიკამენტებს იყენებენ. ხშირ შემთხვევაში ეს საკმარისია იმისთვის, რომ პაციენტი განთავისუფლდეს გულყრებისგან. უფრო რთულ სიტუაციებში შესაძლოა განხილული იქნას ქირურგიული ან სხვა ტიპის მკურნალობის მეთოდი.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლოში მოსახლეობის 1%-ს (65 მლნ.) აქვს ეპილეფსია. დაავადება ქალებსა და მამაკაცებში თანაბარი სიხშირით გვხვდება. მაგრამ ცნობილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად გამოვლინების სიხშირეც მატულობს.