ოფლის საწინააღმდეგო პოპულარული საშუალებები

ოფლის საწინააღმდეგო პოპულარული საშუალებები

ადამიანის სხეულზე დაახლოებით სამ მილიონამდე ოფლის ჯირკვალია. ოფლი პრაქტიკულად უსუნოა. არასასიამოვნო სუნს მას აძლევენ მიკრობები და ბაქტერიები, რომლებიც კოლონებად სახლდებიან ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების სიახლოვეს. ამასთან ერთად, მიკრობებს ძალიან ცოტა დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უფრო გამრავლდნენ. ამიტომ შხაპის მიღება საკმარისი არ არის.

დღეს ოფლის საწინააღმდეგო საშუალებების ფართო არჩევანი გვაქვს. მწარმოებლები გვთავაზობენ დეზოდორანტებს სხვადასხვა შემადგენლობით და მოქმედების ხარისხით. გაითვალისწინეთ, თუ მასში შედის ტრიკლოზანი, ქლორექსილი და ეთერზეთები, ასეთი დეზოდორანტი დაგიცავთ არასასიამოვნო სუნისგან, მაგრამ სამოსზე ლაქებს დატოვებს.

ცნობილია, რომ ამ ოფლის საწინააღმდეგო პოპულარულ საშუალებებს უარყოფითი მხარეებიც აქვთ:

1) გორგოლაჭიანი დეოდორანტები ძალზედ პოპულარულია, საშუალება კანს არ არობს თუმცა, არც ამ ტიპის დეოდორანტის მოქმედება არ არის ხანგრძლივი;

2) სპრეი ხშირად აღიზიანებს მგრძნობიარე კანს;

3) დეოდორანტები გელის სახით საკმაოდ მოდურია, მაგრამ კანს ჭიმავს;

4) სპირტზე დამზადებული დეოდორანტები შეიძლება იყოს მიზეზი
კანზე მიკრო ნაპრალებისა.

ოფლის საწინააღმდეგო საშუალებების შეძენისას აუცილებლად გაეცანით შემადგენლობას. ასევე, ეცადეთ ხშირად არ გამოიყენოთ ისინი. ოფლის შეჩერება სასარგებლო არ არის, რადგან ორგანიზმს ეს ფუნქცია ტყუილად არ ახასიათებს.