ვიტილიგო

ვიტილიგო

ვიტილიგო კანის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით. მისი ეტიმოლოგია უცნობია, ზემოწმედებას ახდენს აუტოიმუნური პროცესები, ფსიქიკური ტრავმები, გენეტიკა, მზის ჭარბი ინსოლაცია და სხვა. ზოგი ავტორი მიუთითებს ვიტილიგოს მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე.

ვიტილიგოს აქვს ქრონიკული ხასათი, მაგრამ არ არის გადამდები. ის ადამიანს შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაეწყოს. დაავადება ვითარდება თანდათან, ზოგჯერ შეუმჩნევლად. ლაქების არეში კანი რძისფერია, თმები უფერულდება. დროთა განმავლოაბში ხდება ცალკეული ლაქების შეერთება.

ამ დაავადების სამკურნალოდ სხვადასხა მეთოდს იყენებენ, მაგალიათად, ფოტომასენსიბილიზებელ პრეპარატებს, კორტიკოსტერიოდულ თერაპიას, ლაზეროთერაპიას. რეკომენდირებულია ვიტამინების მიღება-ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, ასევე მიზანშეწონილია პანტოცენის მაჟავის, სპილენძის და რკინის მარილების მიღება.