ართრიტი: რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

ართრიტი: რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

ართრიტი გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც სახსრის ტკივილსა და ანთებას იწვევს. არსებობს 100ზე მეტი სხვადახვა ტიპის ართრიტი. თუმცა, ყველაზე გავრცელებულია მხოლოდ ორი: ოსტეოართრიტი – გამოწვეული სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებით და რევმატოიდული ართრიტი, რომელიც იმუნურ სისტემაში მიმდინარე დარღვევებითაა განპირობებული.

ართრიტის ძირითადი სიმპტომებია: ტკივილი სახსარში, მოძრაობის შეზღუდვა, შებოჭილობა, რომელიც შეიძლება იყოს მეტად გამოხატული დილით ან დატვირთვის შემდეგ, სიწითლე, შეშუპება. გასათვალისწინებელია, რომ ართრიტის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების კონკრეტულ ფორმაზე. იგი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. როგორც წესი, 7-10 დღიანი მწვავე პროცესის შემდეგ ავადმყოფობა გადადის ქრონიკულში.

ნატუროპათების აზრით, ართრიტს იწვევს სახსრების ხრტილებში არაორგანული კალციუმის დალექვა, რომლებიც ნახშირწყლების გადამეტებული მოხმარების შედეგია. დაავადება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მათ შორის ბავშვებსაც.