როგორ დავიბანოთ სახე სწორად?

როგორ დავიბანოთ სახე სწორად?

სახის დაბანის კონკრეტული წესი არ არსებობს. ყველაფერი ინდივიდუალურ თავისებურებებზე არის დამოკიდებული. ამიტომ აუცილებელია, ვიცოდეთ, რა ტიპის სახის კანი გვაქვს და მას სწორად როგორ უნდა მოვუაროთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფაქტორია ადამიანის ასაკიც.

კანის მოვლა გულისხმობს წმენდას, კვებას და გარეგანი გამაღიზიანებლებისგან დაცვას. მარტივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი წესები დაგვეხმარება, დიდხანს შევინარჩუნოთ სახის კანი კარგ მდგომარეობაში.

კოსმეტოლოგ-დერმატოლოგების რჩევით, კანის მოვლა 12- 13 წლის ასაკიდან უნდა დავიწყოთ. აუცილებელია კანის დაბანა როგორც დილით, ისე საღამოს. ასევე, რეკომენდირებულია, ჯერ თბილი წყლით დაიწყოთ, შემდეგ კი ცივით დაიბანოთ. ამის შედეგად კანი იქნება უფრო გლუვი და რბილი.

დაბანის შემდეგ უნდა ვიცოდეთ სახის სწორი მოვლა. თუ კანი მშრალია, მივახმაროთ დამატენიანებელი და მკვებავი საშუალებები, თუ კანი ცხიმიანია, შესაბამისად, გამოსაშრობი საშუალებებით და კრემებით შემოვიფარგლოთ. ასევე, სპეციალური საშუალებით მაკიაჟის მოშორების შემდეგ, სახე ნელთბილი წყლით და სახის გელით დაიბანეთ.

ცნობილია, რომ მაკიაჟი, გათბობა, კონდიციონერი – ყველაფერი ეს გარკვეულ ზეგავლენას ახდენს კანზე და აშრობს მას. სახის კანის გამოშრობამ კი შეიძლება ნადრევი ნაოჭები გამოიწვიოს. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია კანის დატენიანება.

გახსოვდეთ, რომ წყალი კანის გაუცხიმოებას და გამოშრობას იწვევს, თუმცა, სახის ზედმეტად ხშირად დაბანა შეიძლება კანის გაღეზიანების და გაუწყლოვანების მიზეზიც იყოს.