მწვანე ჩაის ანტისიმსივნური თვისებები

მწვანე ჩაის ანტისიმსივნური თვისებები

საქვეყნოდ ცნობილია, რომ მწვანე ჩაი თავისი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. ის შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორსა და ფტორს. ასევე მიჩნეულია, რომ მწვანე ჩაის მუდმივი მოხმარება ამცირებს ლორწოვანი გარსის კიბოს გაჩენის რისკს.

მეცნიერები დიდი ხანია იკვლევდნენ მწვანე ჩაის სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტს მოლეკულურ დონეზე და აღმოაჩინეს აქტიური შენაერთი ეპიგალოკატეცინ-3-გალატი (EGGG). ეს ნივთიერება შედის მწვანე ჩაის შემადგენლობაში, თუმცა, ეფექტის მისაღებად დღეში 7-8 ფინჯანი ჩაის დალევა მაინც არის საჭირო. ამიტომ შექმნილი იყო EGGG-ის სინთეზური ანალოგები.

დამტკიცებულია, რომ მწვანე ჩაი ამცირებს სიმსივნის წარმოქმნის რისკს მის პირველ სტადიაშივე. ჩაიში შემავალი ნივთიერებები არა მარტო სიმსივნური უჯრედების განვითარებას აჩერებენ, არამედ ამცირებენ თვით სიმსივნეს.

დაავადებების პროფილაქტიკისა და ანტისიმსივნური ეფექტისთვის რეკომენდირებულია დღეში დაახლოებით 5 ჭიქა მწვანე ჩაი დალიოთ.