თვალის ირგვლივ კანის მოვლა

თვალის ირგვლივ კანის მოვლა

თვალები სხეულის ყველაზე მეტყველი ნაწილია. თუმცა, განსაკუთრებით დღევანდელ დროში კომპიუტერთან მუშაობა, გამოუძინებლობა და დაღლა უარყოფითად მოქმედებს თვალებზე და იწვევს მათ სიწითლეს, “ბატის თათებს”, ნაოჭების ბადეს, “ტომრებს” და შავ წრეებს თვალის ქუთუთოს ქვეშ.

ცნობილია, რომ თვალის ირგვლივი კანი დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო თხელია ვიდრე სახის კანის დანარჩენი ნაწილი. ის შეიცავს მცირე რაოდენობის კოლაგენს, ამის შედეგად მასზე უფრო ადრე წარმოიქმნება პირველი ნაოჭები. ამიტომ თვალის ირგვლივ კანს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

პირველ რიგში, აუცილებელია მაკიაჟის მოცილება ყოველი დღის ბოლოს. მაკიაჟი უნდა მოიშოროთ გელით ან ლოსიონით, რომელიც არ ტოვებს კანზე ცხიმიან აპკს. ამ პროცედურამდე არ დაგავიწყდეთ და მოიხსენით კონტაქტური ლინზები.

კანი თვალის ირგვლივ ყოველთვის მოძრაობაშია და საჭიროებს დაცვას და დატენიანობას, სპეციალური საშუალებების მეშვეობით. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ის დაიჭიმება და დანაოჭდება გამოშრობის შედეგად. არანაკლებ მნიშვნელოვანია კანის კვება ვიტამინური ნიღბებით და კომპრესებით.

ასევე, ყურადღება მიაქციეთ ბალიშს. ძალიან მაღალმა ბალიშმა შეიძლება დაარღვიოს ქუთუთოების ვენური მიმოქცევა და თვალების ქვეშ ტომრები გააჩინოს.

რაც უფრო ადრე დავიწყებთ თვალის კანის მოვლას, მით უკეთესი იქნება. თვალებზეა დამოკიდებული გარე სამყაროსგან ინფორმაციის მიღება და ჩვენი შრომისუნარიანობა.