კუჭის კიბოს გამომწვევი ბაქტერია

კუჭის კიბოს გამომწვევი ბაქტერია

კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო სააგენტომ (IARC) განაცხადა, რომ ბაქტერია Helicobacter pylori კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნის ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება იყოს. პრობლემას ქმნის ის, რომ ონკოგენური ბაქტერია მუდმივ მუტაციას განიცდის, ამიტომ მისი ბოლომდე შესწავლა დღემდე ვერ მოხერხდა.

პირველად, ბაქტერია 1892 წელს აღმოაჩინეს და Helicobacter pylori უწოდეს. 2005 წელს ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ის გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის მთავარი მიზეზია. ასევე ცნობილია, რომ კუჭის კიბოს შემთხვევების 75% სწორედ ამ ბაქტერიასთან არის დაკავშირებული. გარეგნულად ის სპირალს ჰგავს და გადაიცემა კოვზით, ფინჯნით, კოცნით და ფეკალურ-ორალური გზით.

IARC–მა Helicobacter pylori პირველი კლასის კანცეროგენად დააკლასიფიცირა.