ამენორეა – მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა

ამენორეა – მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა

ამენორეა – მენსტრუაციის არარსებობა 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ქალების უმრავლესობას მენსტრუაციული პერიოდები აქვთ დაახლოებით 28 დღეში ერთხელ. თუმცა, ციკლი შეიძლება იცვლებოდეს. ზოგიერთ ქალს ყოველთვის არ აქვს რეგულარული მენსტრუაციული ციკლი.

ამენორეა პირველადიც შეიძლება იყოს და მეორეულიც. პირველადი ამენორიის ქვეშ იგულისხმება მენსტრუაციის არარსებობა 16 წლის ზემოთ გოგონებში, ხოლო მეორადი ამენორეა გულისხმობს დაწყებული მენსტრუალური ციკლის შეწყვეტას 6 თვის და მეტი ხანგრძლივობით.

ასევე, განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ ამენორეას. ჭეშმარიტი ამენორეა გვხვდება ბავშვთა ასაკში, ორსულობის, ლაქტაციისა და მენოპაუზის დროს. ცრუ ამენორეის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია. ამ დროს ციკლური ცვლილებები აღინიშნება, მაგრამ მენსტუალური სისხლი გარეთ არ გამოედინება, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს საშვილოსნოს ყელში, საშოს, საქალწულე აპკის მიდამოში არსებულ დაბრკოლებას.

ამენორეის მიზეზი შეიძლება ბევრი ფაქტორი იყოს. როგორც წესი, ის შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, ორსულობით, კონტრაცეფციული აბების მიღებით, წონასთან დაკავშირებული პრობლემებით, ზედმეტი ვარჯიშით და პოლიკისტური საკვერცხის სინდრომით.

მკურნალობა ძირითადად გულისხმობს ამენორეას და ესტროგენებით ჩანაცვლებით თერაპიას. ასევე გამოიყენება დამხმარე რეპროდუქტიული მეთოდებიც. მკურნალობა საშუალებას აძლებს დაგეგმოთ ორსულობა.