რჩევები ძუძუთი კვების დროს

რჩევები ძუძუთი კვების დროს

ძუძუთი კვება ბავშვის ჯანმრთელობისა და გადარჩენის უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გირჩევთ ჩვილის ძუძუთი კვებას განსაკუთრებით პირველი 6 თვის განმავლობაში.

ძუძითი კვების დროს ბავშვი ღებულობს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას ჯანსაღი განვითარებისთვის: წყალს, ცილებს, ნახშირწყლებს, ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებსა და მინერალებს. ამავე დროს, ქალის რძეში არის დამცველობითი ნივთიერებები – ანტისხეულები, რომლებიც ჩვილს ინფექციური დაავადებებისაგან იცავს.

მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვება ბუნებრივი პროცესია, აუცილელებლია რამდენიმე წესის დამახსოვრება.

1. პირველ რიგში, დაიცავით დაბალანსებული დიეტა ძუძუთი კვების პერიოდში. იცოდეთ, რომ დედის რძის შემადგენლობა განუწყვეტლივ იცვლება;
2. კვებეთ ბავშვი მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ნამდვილად შია;
3. ზოგადად, დღეში დედამ არანაკლებ 8-ჯერ უნდა შესთავაზოს ბავშვს ძუძუ. იცოდეთ, რომ ხშირი კვება ხელს უწყობს რძის ნაკადის ზრდას;
4. კვების წინ აუცილებლად დაიბანეთ ხელები;
5. რეკომენდირებულია, კვებამდე რძის პირველი 2-3 წვეთი გამოწუროთ;
6. წოვის დროს ჩვილმა პირში უნდა ჩაიდოს არეოლის დიდი ნაწილი, და არა მხოლოდ დვრილი;
7. თუ ბავშვი მთლიანად ცლის ერთ ძუძუს, მაგრამ ვერ კმაყოფილდება, კვება მეორეთი უნდა გაგრძელდეს. მომდევნო კვება იწყება იმ ძუძუთი, რომლითაც დამთავრდა წინა;
8. კვების შემდეგ არ მოიშოროთ ჩვილი მკერდიდან უცბად, თორემ შეიძლება დვრილის თავი გატკინოთ;
9. მლაქტაციის პერიოდში მკერდი უნდა დაიბანოთ არაუმეტეს ორჯერ დღეში.
10. ძალიან მნიშვნელოვანია დედის განწყობა და ემოცია. შეინარჩუნეთ კეთილგანწყობილი გარემო და დადებითი ემოციები.

გაითვალისწინეთ, რომ ლაქტაცია-მნიშვნელოვანი პერიოდია დედისა და ბავშვის ცხოვრებაში, რომელიც ხელს უწყობს ფსიქოლოგიური კავშირის დამყარებას.

გარდა ამისა, ძუძუთი კვება დედისთვისაც სასარგებლოა. იგი მშობიარობის შემდგომი სისხლდენისაგან იცავს, რადგან ხელს უწყობს საშვილოსნოს დროულ შეკუმშვას; ამავე დროს ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხეების ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკს.