საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა – ეს არის ოპერაცია, რომლის დროსაც იკვეთება საშვილოსნო და მუცლის ქვედა ნაწილი, ბავშვის დაბადების მიზნით. გეგმიური საკეისრო კვეთა ინიშნება მშობიარობამდე, ხოლო სასწრაფო – მშობიარობის პერიოდშივე.

არაგეგმიური საკეისრო კვეთა შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგ შემთხვევებში:

  1. თუ თქვენ უკვე გქონდათ დაგეგმილი საკეისრო გზით ბავშვის გაჩენა, მაგრამ ბუნებრივი მშობიარობა დაგეწყოთ დროზე ადრე. ამ ოპერაციის გაკეთება შეიძლება მშობიარობის დაწყებიდან რამდენიმე საათში.
  2. თუ თქვენს პატარას ორსულობის ან მშობიარობის პერიოდში დაეწყო გაუთვალისწინებლი პრობლემები. ეს შემთხვევა გადაუდებელია და ოპერაცია უნდა ჩატარდეს ერთი საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში როდესაც ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება კი გადაუდებლად, იდეალურ შემთხვევაში ეს უნდა მოხდეს 30 წუთის განმავლობაში.
    თუ თქვენი ორსულობა შეწყდა ან აქვს სუსტი მაჩვენებელი.

დაგეგმილი საკეისრო კვეთა

საქართველოში საკეისრო კვეთას ხშირად პაციენტი საკუთარი სურვილით და მოსაზრებით ირჩევს, ეს ხშირად იმის გამო, რომ მშობიარობის ტკივილლის ეშინია. ასეთ არჩევანს ექიმები რეკომენდაციას არ აძლევენ, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო ჩვენება დედისა და ბავშვისთვის უმჯობესია ფიზიოლოგიური მშობიარობა.

საკეისრო კვეთას ექიმი იმ შემთხვევაში ნიშნავს, თუ ამის ჩვენება არსებობს ორსულობისას. მაგალითად ნაყოფის ჯდომითი მდებარეობა. ამ და სხვა შემთხვევაშ ექიმმა უნდა აგიხსნათ თუ რატომ არის თქვენთვის აუცილებელი საკეისრო კვეთა, რა სირთულეები, რისკები და შესაძლო გართულებები ახლავს თან ამ ოპერაციას.

როგორ მოვემზადოთ ოპერაციისთვის

ოპერაციის დაწყებამდე მოიხსენით ყველა სამკაული, კბილის ბრეკეტი ან პროთეზი, ლინზები, სათვალე, გაიხადეთ მოჭერილი სამოსი მაგ: ლიფი, მოიცილეთ მაკიაჟი – ექიმები ოპერაციისას მუდამ აკვირდებიან და აკონტროლებენ ადამიანის სახის ფერს. ასევე მოიცილეთ ფრჩხილის ლაქი. საკეისრო კვეთის დროს პაციენტი მარცხენა მხარეს დახრილ საოპერაციო მაგიდაზე წევს. საკეისრო კვეთისთვის მომზადების პერიოდში აივლით შემდეგ პროცედურებს:

თქვენ აგიღებენ სისხლის ანალიზს. ამით ექიმები შეამოწმებენ თქვენი ორგანიზმის ჰემოგლობინის დონესა და ანემიის არსებობას. ექიმებისთვის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგამ დაბალი ჰემოგლობინის ქალები უფრო რთულად იტანენ მშობიარობასა და სისხლის დაკარგვას.
ვენაში ჩადგამენ კათეტერს და მისი საშუალებით თქვენს ორგანიზმში შეუშვებენ თქვენთვის აუცილებელ პრეპარატებსა და ნივთიერებებს.
თქვენ გაგიკეთებენ ანესთეზიას, როგორ წესი ის ადგილობრივია ანუ თქვენ სხეულის ქვემო ნაწილს გაგიბუჟებენ. ეს ძირითადად ხდება სპინალური ან ეპიდურული გაუტკივარების საშუალებით. შესაძლებელია საერთო ანესთეზიაც.
შარდის ბუშტში ჩაგიდგამენ კათეტერს. კვეთის ზონას გაგიპარსავენ და სპეციალური ანტისეპტიკური საშუალებებით დაგიმუშავებენ. შესაძლოა ჩაგაცვან კომპრესული წინდები, ან გაგიკეთოთ სისხლის გამათხელებელი ნემსი. ეს დაგაზღვევთ ტრომბების წარმოქმნისგან.
ხელზე გაგიკეთებენ წნევის მაკონტროლებელ მანჟეტს. გულ-მკერდზე დაგიმაგრებენ ელოქტროდებს ხოლო თითზე პულსის მაკონტროლებელ აპარატს გაგიკეთრბენ.
თქვენ შეგიყვანენ სხვადასხვა მედიკამენტებსა და ტკივილგამაყუჩებლებს. შესაძლებელია დაგჭირდეთ სასუნთქი ნიღაბიც.

როგორ მიმდინარეობს საკეისრო კვეთა

ექიმი სხეულზე გადაგაფარებთ ქირურგიულ ზეწარს, ასე რომ თქვენ ვერ დაინახავთ თუ რას გიკეთებენ. ანესთეზიოლოგი შეამოწმებს იმოქმედა თუ არა თქვნეზე გამაყუჩებელმა. შემდეგ ხდება თქვენი ქვედა მუცლის სიგანეზე გაკვეთა. შემდეგ ქირურგი წევს თქვენს კუნთუვან მასას, რათა მიუდგეს საშვილოსნოს. საშვილოსნოს კვეთა ხდება ქვემოდან, ქირურგი სკალპელით პატარა ჭრილობას აკეთებს და შემდეგ მაკრატლით ან თითებით წევს. თუ თქვენ ბევრი წყალი გაქვთ შეიძლება იგრძნოთ და გაიგოთ წყლის დაღვრის ან ამოღების ხმა. ქირურგს ამოყავს ბავშვი, თუ საჭირო გახდა ბებია ქალი ეხმარება მას თქვენს მუცელზე დაწოლით. სავარაუდოდ საოპერაციოში შესვლიდან 10-15 წუთში თქვენს პატარას იხილავთ. ექიმმა შეიძლება გამოიყენოს ქირურგიული მაშები. მათი გამოყენებსი საჭიროება შეიზლება შეიქმნას ადრეული მშობიარობის დროს ან როდესაც ბავშვი შემობრუნებულია. ქირურგმა შეიძლება საშვილოსნო ვერტიკალურადაც გაჭრას იმ შემთხვევაში თუ : ბავშვი არის ადრეული, არასწორადაა განლაგებული საშვილოსნოში, თქვენ გაქვთ ქვემდებარე პლაცენტაცია ან მიომა.

რა ხდება ბავშის დაბადების შემდეგ

ახალდაბადებულს ცოტა ხნით მკერდზე დაგაწვენენ, შემდეგ კი პედიატრს გადასცემენ. საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვების ტემპერატურა ბუნებრივად დაბადებულებთან შედარებით დაბალია, ამიტომ ბავშვი სასწრაფოდ უნდა გასუფთავდეს და თბილად შეიფუთოს. თქვენს პატარას შეაფასებენ აპგარის შკალის მიხედვით . ამ შკალის მიხედვით ფასდება თქვენი პატარის ზოგადი მდგომარეობა. თუ ჩვილის ჯანმრთელობა ეჭვქვეშაა მას უტარდება სხვა დამატებითი გამოკვლევები.

ქირურგი გაგიკეთებთ ოქსიტოცინის ინექციას, ის შეკუმშავს საშვილოსნოს და შეამცირებს სისხლდენას. ექიმი გაწევს ჭიპლარს რათა მოგაცილოთ პლაცენტა, შემდეგ კი მოხდება თქვენთვის ნაკერების დადება. თქვენ ამისთვის საოპერაციოში შეიძლება დაყოთ ერთი საათი ან მეტი. ნაკერების დადებას უფრო მეტი დრო მიაქვს თუ ეს თქვენთვის პირველი საკეისრო კვეთა არ არის. როდესაც ექიმი მორჩება ამ პროცედურას თქვენ გადაგიყვანენ ოპერაციის შემდგომ პალატაში. თავდაპირველად შეიძლება შეგცივდეთ, რადგან ოპერაციის დროს სხეულის ტემპერატურა დაგივარდათ. დაახლოებით 1 საათში ანესთეზია გაგივლით და თავს უკეთ იგრძნობთ.

 

 

წყარო: http://www.babyinfo.ge