ყველა დროის საუკეთესო წვნიანი გაციების წინააღმდეგ

ყველა დროის საუკეთესო წვნიანი გაციების წინააღმდეგ

კოჭას და ნივრისგან მომზადებული წვნიანი ამარცხებს გაციებას და ინფექციას. მაშ ასე, დარწმუნდით, რომ მაცივარში ყველა საჭირო ინგრედიენტები გაქვთ. მისი მომზადების და მიღების შემდეგ შვებას აუცილებლად იგრძნობთ.

ინგრედიენტები:

ქათმის ბულიონი- 6 ჭიქა;

კოჭა- წვრილად დაჭრილი;

ნიორი- 1-2 კბილი (დაქუცმაცებული);

ხახვი- 1 ცალი (საშუალო ზომის), კუბიკებად დაჭრილი;

გლერძის (ეკალბურჩა)- 4-5 გამომშრალი ღერო (სურვილისამებრ).

მომზადების წესი:

1.ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ნიორი, კოჭა და ხახვი. გემოსთვის დაუმატეთ რამდენიმე დაქუცმაცებული სოკო. ინგრედიენტები ცეცხლზე დატოვეთ იმდენ ხანს, სანამ ხახვი და სოკო არ დარბილდება.

2.ჯამში მოთავსებულ ინგრედიენტებს დაუმატეთ ბულიონი და ეკალბუჩქას ღერები. წვნიანი მიიყვანეთ ადუღებამდე, ხოლო შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი და გააჩერეთ კიდევ 20 წუთი (მზადების ბოლოს ეკალბუჩქას ღერები ამოიღეთ წვნიანიდან).

3.წვნიანი მიიღეთ ცხელი. დარჩენილი ბულიონი შეგიძლიათ მაცივარში რამდენიმე დღით შეინახოთ. პერიოდულად გაათბეთ და დალიეთ.

 

წყარო: http://cnn.ge